Monday, June 22, 2015

მეცხრე დღე

მოვისმინე ჩემი მეგობრების პრეზენტაცია, თვითეული მათგანის ნაშრომმა დიდი ინტერესი გამოიწვია, იყო ბევრი საინტერესო პროექტი განსაკუთრებით მომეწონა ნონა ელკანიშვილის პროექტი " ჩვენ და კომპიუტერი", უდიდესი მოწენება დაიმსახურა ჩემში მისმა ბუკლეტმა, რომელიც მშობლისთვის იყო განკუთვნილი,
     ქნ. მანანა გეჯაძის პროექტი "მონაცემების შეგროვება და განმარტება" მიჩვენა ახალი გამოწვევებიდა მიღებული პროდუქტით პრეზენტაცით აღფრთოვანებული ვარ.
      ქნ. ლია ტატუნაშვილის ნარომი " გეოლოგიური დრო" ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, პრეზენტაცია იყო დამაჯერებელი და სრულყოფილი, ვთვლი, რომ სწორი მიმა

რთულებით იმუშავა მასწავლებელმა.
       დღევანდელ დღეს დავასრულე ინტელის სასწავლო კურსის- "პროექტებით სწავლება"- განხილვა, ვისწავლე მეტი და პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ ნასწავლს.

Sunday, June 21, 2015

ჩემი პროექტის სინათლის სხივის პორტფოლიო 

მერვე დღე: გავეცანი მეექვსე მოდულის მესამე აქტივობის მასალის მომზადებას მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით,
     სრულყოფილად ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

Sunday, June 7, 2015

ჩემი პროექტის პორთველიო იხილეთ ბმულზე

https://drive.google.com/folderview?id=0B3Q4gd_NibGVfmVNRl9idVRxcHpLTjNlV2RsaC1Yc1R1QU1sYkdwamtHSWhiNU82UjZVMVU&usp=sharing

მეშვიდე დღე

დავამთავრე წინა მეცადინეობაზე დაწყებული სასწავლო პროცედურები და პროექტის გეგმა , აგრეთვე ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე.
 ვისწავლეთ საქაღალდის ატვირტვა და გამოქვეყნება

Saturday, June 6, 2015

მეექვსე დღე


დღეს დავამთავრე წინა მეცადინეობაზე დაწყებული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბროშურა, ვისწავლეთ და გავაკეთეთ მოსწავლის შეფასების რუბლიკა, გავანაალიზეთ წინასწარ ცხრილის დამზადების მეთოდი და შეფასების კრიტერიუმები. დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროცედურებზე.
,

Sunday, May 31, 2015

მეხუთე დღე

დღეს გავეცანისაავტორო უფლებების დაცვის პრეზენტაციას, აგრეთვე ვისწავლე blogspot–ზე ვიდეოს ჩასმა, შევადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ბროშურის სახით შექმნა.

Микроскоп Optika LAB 20 7x-45x Bino Stereo Zoom

Saturday, May 30, 2015

მეოთხე დღე

  პროექტი–გეომეტრიული ოპტიკა. სინათლე .                                                                               მიმართულების მიმცემი კითხვები–ზოგადი:   რატომაა სამყარო ასეთი მრავალფეროვანი? თემატური– რა როლს ასრულებს სინათლე ადამიანის ცხოვრებასი?                                         შინაარსობრივი–რას უწოდებთ დიფუზიურ არეკვლას, რას სარკულს?რას უდრის სითლის სიჩქარე ვაკუმში?
    დღევანდელ დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, რომელთაგან ოთხი განმავითარებელია ერთი განმსაზღვრელი. პირველ მიზანს ვიყენებთ პროექტის დაწყების წინ, შემდგომ სამს პროექტის მსვლელობისას ბოლო მეხუთეს კი პროექტის დასრულების შემდეგ.

Tuesday, May 26, 2015

მესამე დღე

დრეს დავამთავრე ბუკლეტი, ეროვნუვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებით შევიმუშავეთ სტანდარტები ncp.ge. დან გადმოვწერეთ . ვისწავლეთ მიზნების დასახვა ჩემი პროექტის გეგმისთვის, დავამუშავეთ გონებრივი იერიშის სავარჯიშოები, მოუსმინეთ მეგობრების მიერ შესრულებულ სავარჯიშოების პრეზენტაციას, შემდეგი  ტრენინგისთვის მივიღეთ დავალება მოვიფიქროთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Monday, May 11, 2015

მეორე დღის რეფლექსია

შევარჩიე პროექტის გეგმა, რომელიც გამოვიყენე ნიმუშად, მოვისმინე ჩემი კოლეგების მიერ შერჩეულუ პროექტების პრეზენტაცია, ვისწავლე მშობელთან კომუნიკაცია ბროშურის შედგენის გზით, შევადგინე ბროშურა სურატებითა და კომენტარებიტ, რაც ხელს შეუწყობს მშობელს მიხვდეს პროექტის უპირატესობაში სასწავლო პროცესის დროს.

Saturday, May 9, 2015

პირველი დღე

კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით, დავინტერესდი სახემძღვანელოს გაცნობით მისი შინაარსითა და რესურსებით. დიდი ინტერესი გამოიწვია სასწავლო პროექტებმა, განსაკუთრებით 21 საუკუნის უნარ ჩვევებმა. საინტერესო იყო პორთველიოს რუბრიკაც. დღევანდელი დღისთვის გითვლით მადლობას.